პროექტი

სასწავლო პროექტი მუსიკაში

 პროექტის სახელწოდება:  ქართული ფოლკლორი

პროექტის მთავარი იდეა:  ბავშვები გაეცნობიან ფოლკლორის ნიმუშებს. შეხვდებიან ხალხური სიმღერების შემსრულებლებს. მოახდენენ ქართული ფოლკლორის სახეობების პოპულარიზაციას სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით.

 პროექტის აქტუალობა: რადგან დღესდღეობით პოპულარული გახდა უცხოური სხვადასხვა ჟანრის მუსიკები აუცილებელი გახდა ფოლკლორის მიმართ საზოგადოებისადმი მეტი ინტერესის გაღვივება,რომ ვაჩვენოთ მათ რამდენად მდიდარია და ღირებულია იგი.

პროექტის მიზნები:  განუვითაროს მოსწავლეებს სწორი შეფასების უნარი  თუ რამდენად ღირებულია და მდიდარია ფოლკლორი თანამედროვე მუსიკასთან შედარებით. შეიყვარონ იგი და განუვითარდეთ კვლევაძიების უნარი,რომ მოიძიონ ძველი ხალხური სიმღერები, შეინახონ და პატივი სცენ მას.

მონაწილეთა ასაკი: მე-8 კლასი 

განხორციელების ვადები 3 თვე

 მოსალოდნელი შედეგები; პროდუქტები რაც შეიძლებაშეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ფოლკლორის სახეების შესახებ კუთხეების მიხედვით. შეხვდებიან ცნობილ ფოლკლორისტებს აიღებენ ინტერვიუებს, გადაიღებენ სურათებს და გააკეთებენ პრეზენთაციას რომელსაც განათავსებენ ბლოგებზე და სოციალურ ქსელებში.

 საჭირო რესურსები: ლიტერატურა, კომპიუტერი, ვიდეოკამერა.

 პროექტის მსვლელობა: მოსჭვლეები სხვადასხვა წყაროების გამოყენებით [ ლიტერატურა, ინტერნეტი] მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ხალხური სიმღერების შესახებ,დაახარისხებენ მას და დააჯგუფებენ სახეობისა და კუთხურობის მიხედვით.მოაწყობენ გასვლებს და შეხვდებიან აჭარაში ცნობილ გუნდებს და მათ წარმომადგენლებს; აიღებენ ინტერვიუებს და ჩაიწერენ სიმღერებს განსაკუთრებით ისეთ ხალხურ სიმღერებს რომლებიც უძველესია და შეიძლება დავიწყებას მიეცეს. გადაიღებენ სურათებს. შემდეგ ამ ყველა ინფორმაციას დაახარისხებენ და გააკეტებენ პრეზენტაციას რომელსაც წარუდგენენ ფართო აუდიტორიას და გაავრცელებენ სოციალურ ქსელებში რომ მოხდეს მისი პოპულარიზაცია.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება.

 პროექტის განმახორციელებელი: ნანა ზარქუა

პროექტის განმახორციელებლის ელ. ფოსტა: nanazarkua14@gmail.com

პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი: http://nanazarkua.blogspot.com

No comments:

Post a Comment